პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული” – საია

,, ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული” – საია

საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროდან 150-მდე პირია გათავისუფლებული, მათ ნაწილს სამართლებრივ დახმარებას, სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია უწევს:
,,იმის გათვალისწინებით, რომ ზღვრული ასაკის დაწესება ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, მისი რეგულირება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, დაუშვებელია. ზღვრული ასაკის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ამ საკითხის დარეგულირება და ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლით დადგენილი გარანტიები ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებულ პირს აძლევდეს შესაძლებლობას თავისი ფუნქციების ჯეროვანი შესრულებისთვის, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილი იყოს მისი სოციალური კეთილდღეობა” – აცხადებენ ორგანიზაციაში

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.