ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა თავისი აზრით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დაასახელა და ასეთად საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი მიიჩნია.
"მამარდაშვილი ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარეა. მან სასტარტო მატჩებში თავი შესანიშნავად გამოიჩინა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
მაგრამ ჩემი აზრით, მეკარეები ნამდვილ ძალას კრიტიკულ სიტუაციებში ამჟღავნებენ, მაგალითად, პენალტების სერიას ვგულისხმობ.
იმედი ვიქონიოთ, რომ მამარდაშვილს ასეთ დიდ ტურნირებზე პლეი-ოფში თამაშის გამოცდილება ექნება", - ციტირებს კავაზაშვილს RB SPORT.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.