ამ დოქტრინამ წერტილი დაუსვა ნატო-ს გაფართოებას – ირაკლი ზარქუა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე

ამ დოქტრინამ წერტილი დაუსვა ნატო-ს გაფართოებას – ირაკლი ზარქუა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე
ახალი დოქტრინა, რომელიც წარმოადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად დიდწილად ევროკავშირის ე.წ. ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა, პლიუს ამას აყოლილი ნატო-ს გაფართოების გაუგებარი მიდგომები – ამის შესახებ დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ნატო-ს გაფართოების საკითხს შეეხებოდა.
ზარქუას თქმით, აშშ-ის ეს სტრატეგია ამერიკის უსაფრთხოებასაც უკავშირდება. მისივე განცხადებით, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები და არა ისე, როგორც ევროპის ცალკეული ლიდერები. „წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ მზად ვართ ნატო-ს სტანდარტებისთვის. მათ შორის, 9 ათასზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი მონაწილეობდა ნატო-ს მისიებში, სხვადასხვა ცხელ წერტილში, სადაც ერთ-ერთი მაღალი შეფასება ჰქონდათ, მაგრამ წლებია მარტო დაპირება- „მიგიღებთ, არ მიგიღებთ“. ამ დოქტრინამ საერთოდ წერტილი დაუსვა ნატო-ს გაფართოებას. ეს ჩვენთვის მაინცდამაინც კარგი ინფორმაცია არ არის.
კონსტიტუციაშიც ავსახეთ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება იმიტომ, რომ ქოლგა გვქონოდა საგარეო უსაფრთხოების ნაწილში. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ევროკავშირის და ნატო-ს ბიუროკრატების და მაღალჩინოსნების, რომელიც უკრაინის ტრაგედიაში აისახა, ამან წერტილი დაუსვა და საბოლოო დოქტრინას ეს სახე მიაღებინა. დღეს ევროკავშირს არ ჰყავს ლიდერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. საფრანგეთს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც იმის მტკიცებაშია, მისი მეუღლე ქალია თუ კაცი. საფრანგეთი არის წამყვანი, ევროპული, დიდი სახელმწიფო, რომელიც განსაზღვრავდა ევროკავშირის პოლიტიკას გერმანიასთან ერთად, დღეს მისი [პრეზიდენტი] რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შეხედეთ გერმანიის კანცლერს, კაციშვილი პატივს არ სცემს იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები არ არიან. ეს დოქტრინაც მათ შორის, ამერიკის უსაფრთხოებასაც უკავშირდება. თავის ქვეყანაზე ზრუნავს ის ადამიანი და სწორს აკეთებს. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები და არა ისე, როგორც ევროპის ცალკეული ლიდერები, რომლებიც ყველაზე სუსტი, ავტორიტატშელახულები და ურეიტინგო ლიდერები არიან. ბუნებრივია ამან ასახვა ჰპოვა იმ დოქტრინაში, რომელსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები