ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს" - გვარდიოლა "სლოვანთან" გამარჯვების შემდეგ

"ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს" - გვარდიოლა "სლოვანთან" გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "სლოვანის" (4:0) მატჩის შემდეგ "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, მას მანჩესტერულ კლუბში მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
"ჩვენი საქმე გავაკეთეთ. დიდებული გუნდი გვყავს, უამრავი შანსი შევქმენით და 3 ქულა ავიღეთ.
მეტოქე თავს კარგად იცავდა, თუმცა მას შემდეგ რაც წინ ორბურთიანი სხვაობით გავედით, ყველაფერი გაგვიმარტივდა.
ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს, ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა", - განაცხადა გვარდიოლამ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.