„ამ გასაღებს პირში ვავლებ და ბავშვები ლაპარაკს იწყებენ…“ – სასწაული ივლიტას ტაძარში

ახალციხეში, სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის ტაძარში ინახება გასაღები, რომელიც მრევლის რწმენით, ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთ კარიბჭე“ ავრცელებს.
ივლიტას ტაძრის მცველი, ვახტანგ ვარდიძის თქმით,ეკლესიის ბარძიმი, მრავალი წელი ყუთში ინახებოდა, რომელიც გასაღებით იკეტებოდა. ყუთი 1989 წლის აგვისტოში, ბარძიმთან და ტაძრის ხატებთან ერთად მოიპარეს. გასაღები კი დარჩათ, რადგან სხვაგან ინახებოდა.
მისივე თქმით, ბავშვობიდან უყვებოდნენ, რომ ბარძიმის ყუთის გასაღებით იმ ბავშვებს, ვისაც სმენა ჰქონდათ, მაგრამ ვერ ლაპარაკობდნენ, პირში ავლებდნენ, რომლებიც შემდეგ ლაპარაკს სწრაფად სწავლობდნენ.
ასევე ნახეთ:
„ფეხმძიმე ცოლი დარჩა, შვილის ხელში აყვანაც არ ეღირსა…“ – ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი ავარიას ემსხვერპლა
VIDEO: ვრცელდება ორსული ანა ბექაიას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული კადრები

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ