ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

...ამ გამოსასყიდი თანხით ჯუღელს ხვიჩას მთხოვნელები არ აკლია, რას იზამს "ნაპოლი" და რამდენად გაითვალისწინებს ოსიმენის შეცდომას?!

...ამ გამოსასყიდი თანხით ჯუღელს ხვიჩას მთხოვნელები არ აკლია, რას იზამს "ნაპოლი" და რამდენად გაითვალისწინებს ოსიმენის შეცდომას?!

სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დროა, დიდი მოთხოვნილების მქონე ფეხბურთელებზე ბევრ
ჭორ-მართალს გაიგებ. ამას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც შევეჩვიეთ, თუმცა ახლა საქმე გაცილებით სერიოზულადაა.
მოგეხსენებათ, ახალი ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გამოსასყიდი თანხაა. ჩვენი ინფორმაციით, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი სერიოზულადაა დაინტერესებული, მომდევნო გუნდს კვარაცხელიას შეძენა 80-85 მილიონ ევროდ შეეძლოს და შესაბამისი მთხოვნელებიც არ აკლია. რაც შეეხება "ნაპოლის", მათ ტრანსფერიდან მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურთ. საკმაოდ დიდი შანსია, სატრანსფერო გარიგება ახლავე შედგეს.
დე ლაურენტისს ოსიმენთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება აქვს, რამაც იქნებ
ქართველი შემტევისთვის კარგად იმოქმედოს.
კვარაცხელიას საერთოდ განაცხადს მიღმა დატოვება ახალი ხელშეკრულების "ჰაერში გამოკიდებამდე" ეჭვებს ბადებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნეაპოლური კლუბი ფედერიკო კიეზას დამატებას გეგმავს. ერთი სიტყვით, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ!..

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.