,, ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს” – ირაკლი პაპიაშვილი

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, ის და გიორგი ჩიკვაიძე მუდმივად ერთად გადაადგილდებოდნენ. პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი გარემოებები, თითქოს ჩიკვაიძე სადახლოს გამშვებ პუნქტთან შენიშნეს სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეცვალა. პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვა.
როგორც პაპიაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ისიც დააკავეს.
“ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. კი მქონდა გაანალიზებული, რომ მეც დამაკავებდნენ და გიორგისაც დააკავებდნენ – ამ გადაწყვეტილებით მეც დამაკავეს. ამ საქმის დაწყებიდან, მე და გიორგი ერთად ვართ, ერთად გადავადგილდებოდით. პროკურატურამ დააყენა მიზეზი, რომ ვითომ გიორგი ცდილობდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან მიახლოებას, ერთი შემიძლია დარწმუნებით ვუთხრა ყველას, რომ გიორგი თბილისიდანაც კი არ გასულა ბოლო წელიწად-ნახევარია. ერთადერთხელ ვიყავით სოფელ სართიჭალასთან სტუმრად, სახლში, რისი დამადასტურებელიც შემიძლია მოვიპოვე. ესაა ცირკი, რაშიც დღეს ვმონაწილეობთ”. – თქვა პაპიაშვილმა სხდომის შედმეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა