ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გვარამიას ირგვლივ არიან, ესირცხვილებათ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, ანუ მათთან გაიგივება

ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გვარამიას ირგვლივ არიან, ესირცხვილებათ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, ანუ მათთან გაიგივება
„ნიკა გვარამია, ლამის უკვე დამსახურებულ პენსიაზე გადის „ნაცმოძრაობიდან“. პარტიული ხანდაზმულობის ასაკში გაახსენდა, რომ, თურმე „ნაცმოძრაობა“ ისეთი ვეღარ არის, როგორიც მას მოსწონს და ქმნის ახალ ნაცმოძრაობას,“ – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, გვარამია სადაც იქნება ხელმძღვანელი, პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება თუ ნებისმიერიო სხვა, იდეოლოგია ექნება იგივე, რაც აქამდე ჰქონდა
„ნიკა გვარამია, ლამის უკვე დამსახურებულ პენსიაზე გადის „ნაცმოძრაობიდან“. პარტიული ხანდაზმულობის ასაკში გაახსენდა, რომ, თურმე „ნაცმოძრაობა“ ისეთი ვეღარ არის, როგორიც მას მოსწონს და ამიტომ ქმნის ახალ „ნაცმოძრაობას“. სხვათა შორის, ნიკა გვარამიას სწორად აქვს დაგეგმილი ყველაფერი მისი კუთხიდან, მაგრამ ჩვენ ვერ გვატყუებს. სწორი და ჭკვიანური დაგეგმარება ის არის, როდესაც მეტოქეს მოატყუებ, ანუ ოპონენტს აჯობებ და ის ვერ გამოიცნობს შენს პოლიტიკურ ხრიკს და დაგეგმარებას, მაგრამ ბუნებრივია, ყველა ყველაფერს ვხვდებით.
გვარამიამ შემოიკრიბა ირგვლივ, მათი და მათი ლობისტების მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ სახეები, „ე.წ. ახალ სახეებად“. ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს გვარამიას ირგვლივ არიან (ალბათ, შექმნიან პარტიას), ესირცხვილებათ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, ანუ მათთან გაიგივება.
„ნაცმოძრაობა“ ნეგატიური ბრენდია ქართულ პოლიტიკაში და ქართველი მოსახლეობისთვის. ამიტომ, მათ არ უნდათ ეს ნეგატიური ბრენდი მათი ტრენდი გახდეს. ეს ახალგაზრდები, რომ შემოიკრიბონ, გვარამია ქმნის მათთვის ცალკე პოლიტიკურ პარტიას – ახალი სახეები პოლიტიკაში. სინამდვილეში, სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა იმ ახალგაზრდას, თუ ახალ პოლიტიკოსს. მთავარია, როგორი პოლიტიკით მოდის ის და როგორ იდეოლოგიას შემოიტანს.
მთავარია, როგორი პოლიტიკით მოდის ის და როგორ იდეოლოგიას შემოიტანს, ცხადია იდენტურს. გვარამია სადაც იქნება ხელმძღვანელი, პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება თუ ნებისმიერიო სხვა, იდეოლოგია ექნება იგივე, რაც აქამდე ჰქონდა“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით