ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება

ამ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია როგორ მიუვარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ნათია ქობალია უმრავლესობის დეპუტატ, ალუდა ღუდუშაურს.
“უმაგრესი არგუმენტი აქვთ, “ქვეყანა თუ გიყვართ რატომ არ გინდათ ევროკავშირში…” ოღონდ ამ “რკინისებურ ლოგიკურ მოთხოვნას” აუცილებლად უნდა დაუმატონ შემდეგი ” , იმ ევროკავშირში ყოფნა, რომელსაც თურმე შენი დამონება, დაჩმორება უნდა და პერიოდულად თავზე ლაფის დასხმასაც არ ერიდება.”
ამ უნიფხვო და პირდაუბანელ არსებებს, რომლებსაც რატომღაც ერთუჯრედიანების ნიღაბი აქვთ მორგებული, რატომღაც ჰგონიათ ასეთი იაფფასიანი პერფორმანსებით ვინმეს შეაშინებენ, არადა პირიქით ხდება მათი ნამდვილი სახის, ბინძური გონებრივი და მორალური შესაძლებლობების რეალური გამოვლინება. უბრალო შეკითხვა რომ დაუსვა, როდის დაიწყო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და როდის შეწყვიტა ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებამ, დარწმუნებული ვარ გაუგებარ ბლუკუნს დაიწყებენ. ასეა, როცა უნიფხვოდ, პირ დაუბანელი დადიხარ, იქ გონებაზე უფრო სხეული ერთვება და შესაბამისად ” ყველაფერს რუსულს” ტანით გრძნობ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა