ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამხანაგობა მხოლოდ მოხუცებისთვის - ხანდაზმულთა სოციალიზაციის ერთ-ერთი ხერხი

ამხანაგობა მხოლოდ მოხუცებისთვის - ხანდაზმულთა სოციალიზაციის ერთ-ერთი ხერხი

ტურინში (იტალია) 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განკუთვნილი სახლი ააშენეს. ესაა მცდელობა, დაეხმარონ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც მარტოობა აწუხებთ, დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას და აირიდონ სოციალური იზოლაცია, რაც ისევე როგორც მსოფლიოში, იტალიაშიც სიბერის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ამხანაგობაში აშენდა არა მხოლოდ 40 ბინა, არამედ სპორტული დარბაზი, პატარა ბიბლიოთეკა, კაფე და საკონცერტო დარბაზი.
მოსახლეობა სიენაში მსგავს სახლში უკვე გადავიდა. იქ აწყობენ კულინარიის გაკვეთილებს, წიგნის კლუბს, კინოს საღამოებს, მცირე ექსკურსიებს და ბურაკოს ტურნირებს.
სამომავლოდ ასეთი სახლების აშენება სურთ მილანსა და კომოში.
ცნობიოსთვის, პანდემიის გამო ევროპაში გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ და ევროკავშირმა ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო.
შეგახსენებთ, 2021 წელს ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში მარტოობის შესახებ ევროკავშირში. კვლევების მიხედვით, 2020 წელს ყოველი მეოთხე ევროპელი თავს მარტოსულად გრძნობდა. რა თქმა უნდა, ამ შედეგზე გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ და მკაცრმა ჩაკეტვამ, რომელსაც ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იცავდა. მაგრამ კოვიდამდელ პერიოდშიც კი პრობლემა სერიოზული იყო - ევროპელების 12%-ს მარტოობა აწუხებდა დროის ნახევარში, უმეტეს შემთხვევაში 7%. ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ამ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა მეთოდს ნერგავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.