ამოღებულია 44 შეკვრა „ალფა-პვპ” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 44 შეკვრად დაფასოებული, 124 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ალფა-პვპ”.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეასმე ნაწილის და 260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს