ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამოღებულია “კოკაინი,” “ლსდ,” “მეთადონი…” – ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის კოკაინი, ელესდე, მეთადონი, “ალფა პვპ” და “მეფედრონი”, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი”.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკის გასაღება სოციალური აპლიკაცია ტელეგრამის მეშვეობითაც ხდებოდა. ბრალდებულები ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.