,,ამოღებულია დიდი ოდენობის თანხა, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები“ – სუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე

,,ამოღებულია დიდი ოდენობის თანხა, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები“ – სუს-ი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის საქმეზე
სუს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ,,იმედმა” პირდაპირ ეთერში გაუშვა, განაცხადეს:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შესახებ.
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.
შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)