ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვით ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდება

ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვით ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდება
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.
“მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე,” – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”