„ამიტომ მერევა გული კოლეგებად რომ აღიქვამთ ამ ბოროტებს“ – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ – ასე ნარნარად წაიკითხავენ იმედის წამყვანები მის “დაწერილ” წერილს. არ არსებობს არაფერი რასაც არ იზამენ, რასაც არ იკადრებენ. რიჟვაძის წერილი ისე წაიკითხეს, სიტყვა “სავარაუდოდ” არ ჩაუდგეს წინ, რიჟვაძემ დაწერაო მტკიცებით ფორმაში გაიძახიან. აპარატზე შეერთებული სანამ არის (რომ გამოფხიზლდება მაშინაც არაფრის მთქმელი არაა ეგ) რასაც უნდა იმას იტყვიან. ამიტომ მერევა გული კოლეგებად რომ აღიქვამთ ამ ბოროტებს. იმედის და რ2 ჟურნალისტებს არ აქვთ მორალი, ადამიანობა, ზნეობა, სულ მცირე ემპათია. ერთმანეთს შეჭამენ ივანიშვილმა თუ დაავალა. ვირთხები იქცევიან ასე: დასუსტებული ვირთხის “გაწმენდას” აკეთებენ ჯგუფიდან. ჯგუფი ჭამს დასუსტებულ წევრს. შემზარავი სანახავია ეს ქცევა ადამიანებში.“

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე