ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა

გუშინ, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ "ლივერპული" 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა TNT Sport-ის ეთერში შეხვედრა შეაფასა და მერსისაიდელები გააკრიტიკა.
"ახლა საუბარი მარტივია, მაგრამ მგონი, ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ არ უნდა გაეყიდა კლუბს ლუის დიასი და კაომჰინ კელეჰერი.
რაც შეეხება პირველ გოლს, ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილი ასე წინ უნდა ყოფილიყო გამოსული. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ თუ უკან იდგებოდა, ბურთის მოგერიებას, მისი ხარიხის უკან გადაგდებას მოახერხებდა", - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს, "ენფილდზე" გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.