ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამის აწმენდა ქალს მოუხდა, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ” – ნაცვლიშვილი ოცნების კაც დეპუტატებს

„რასაც ეს ორი დღეა ამ დარბაზში ვუყურებთ, თითქოს კვოტებზე დავას, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს და კვოტებს გასცდა. მაგრამ კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია მოხდა ყველასი სათითაოდ და ჯგუფურად. აქ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აღარა არის საუბარი და 4-ში ერთ ქალზე, რომელზეც ყველამ არასწორად გაიგეთ. კანონში 4-ში ერთი არ წერია. აქ გამოჩნდა საერთოდ, როგორ უყურებთ და საერთოდ როგორ აღიქვამთ საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს, პარლამენტის თანამშრომელ ქალებს და ზოგადად, ქალებს ამ საზოგადოებაში. როგორ აღიქვამთ, რად მიგაჩნიათ [ქალები]. მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.