“ამისთვისაც რომ იყოს წასული, მე გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის” – გვარამია ზურა ჯაფარიძის ამერიკაში ვიზიტზე

რისთვის წავიდა ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სიურპრიზია და საზოგადოება მალე გაიგებს.
“ზუსტად ვიცი, სადაც წავიდა ზურა, უბრალოდ, გარკვეულწილად, სიურპრიზია და ნახავთ ყველანი. რაც შეეხება ამერიკაში წასვლას, როგორც თქვენ თქვით, “მითითებების მისაღებად”, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი გარანტი უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ყველაფრის, რაც ქართველ ხალხს გაგვიხარდება. ამისთვისაც რომ იყოს წასული, მე გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის,” – ამბობს გვარამია.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. აეროპორტში ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალები არ დააკონკრეტა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.