,, ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“ – გრიგოლ ვაშაძე

ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან, – ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი, ,,ოცნების” პარალმენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
„სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მოვუსმინეთ 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს. მან თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო. თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?“, – აღნიშნა წულუკიანმა.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის „თავს იკავებს იმ სიტყვების გამოყენებისგან, რისი გამოყენებას სურს“.
„ამ კომისიას ვცემ პატივს, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს