ამირან გიგუაშვილი: ბრალს ეთანხმება

ბრალს ეთანხმება  – მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით მეტ დეტალზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აღკვეთის ღონისძიების სხდომას. დანარჩენი საკითხები, რომელიც გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა განცხადებას და კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო განხილვა. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მისცა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება თანამზრახველებთან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ჩვენება არ მიუცია.

„არავითარი ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილს არ მიუცია მსგავსი კატეგორიის და ეს საკითხები არის გამოძიების პრეროგატივა“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა