ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამირან გამყრელიძე: რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას. ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია

ამირან გამყრელიძე: რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას. ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია
"ეს პოსტი დავწერე შარშან ოქტომბერში. ნამდვილად არ მეგონა თუ გამოჩენილ ექიმსა და ცნობილი სამედიცინო დინასტიის წარმომადგენელის, მასთან ერთად გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა შორის რთული ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობებითაც არიან, ასეთი ულმობელი იქნებოდა ქართული სასამართლო.
რატომ, რისთვის უშვებთ ამდენ ხალხს ციხეში და ვაღრმავებთ პოლარიზაციას. ყველა ქმედებას ხომ უკუქმედება მოყვება, ფიზიკის კანონია.
ხომ შეგვიძლია დავასრულოთ საზოგადოების ასეთი დაყოფა ჩვენიანებად და არაჩვენიანებად, ხომ ყველას გვინდა უკეთესი და ევროპული საქართველო. ამაზე საუბრობდნენ და ასწავლიდნენ მუდამ გოგი და მისი დიდი ოჯახის წევრები, რომლებმაც ექიმთა და მეცნიერთა თაობები გაზარდეს და ზრდიან. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს ამ ქმედებით.
სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს" - წერს ექიმი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2025 წლის 10 ოქტომბერს დაწერილ პოსტს აზიარებს, სადაც გოგი ჩახუნაშვილსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
🔴 მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს - მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.