არქივი17 იანვარი, 2024, 14:28
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ქართულ ღვინის შესახებ ორი ვიდეორგოლი მოამზადა
ერთწუთიან ვიდეო რგოლები, რომლებშიც საუბარია ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზე, CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან 28 იანვრამდე პერიოდში განთავსდება.
ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ქართული ღვინის შესახებ მომზადებულმა ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც CNN-ის ეთერში გასული წლის 26 ნოემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული.
CNN-ის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვეობის მიმართ ინტერესის გამოხატვა უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.