არქივი24 ოქტომბერი, 2024, 12:08
ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
Concentrix Georgia კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს. ის SYNEX Coorporation-ის შვილობილი კომპანიაა. Concentrix აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შედის.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.