ამერიკული კომპანია მხოლოდ „ტრამპის გზის” ბიზნეს მმართველობას განახორციელებს – ფაშინიანი

„ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სომხურ-ამერიკული კომპანია არ გააკონტროლებს, თუმცა ბიზნეს-მმართველობას განახორციელებს გზაზე – როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
„სომხეთ--ის კომპანია არ გააკონტროლებს, თუმცა მმართველობას განახორციელებს ამ გზაზე, ანუ ბიზნეს-მმართველობას“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანმა ადრე განაცხადა, რომ „ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში იგეგმება სომხეთში დარეგისტრირდეს კომპანია, რომლის აქციებიც განაწილდება სომხეთსა და აშშ-ს შორის.
„ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტში ფაშინიანმა ისაუბრა ურთიერთობის პრინციპზეც:
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებთ ხელის შეშლას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კავშირისათვის. ვაშინგტონის დეკლარაციაში მითითებული პრინციპების ფარგლებში ხაზგასმულია აზერბაიჯანისათვის კავშირის უპირატესობა და სომხეთის რესპუბლიკისათვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო, ანუ მესამე ქვეყნისკენ ურთიერთობის უპირატესობებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…