ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე, მას ბოროტი ძალები მართავენ. სადაც კი ფეხი გაუდგამთ, უბედურების, სისხლის და ცეცხლის მეტი არაფერი მიუტანიათ

ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე, მას ბოროტი ძალები მართავენ. სადაც კი ფეხი გაუდგამთ, უბედურების, სისხლის და ცეცხლის მეტი არაფერი მიუტანიათ
„ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტების იმპერიად გადაიქცა, რისი უამრავი მაგალითიც არსებობს.
„საქართველო არის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი დღეს, რომელიც იმართება ზუსტად იმ ძალების მიერ აშშ-დან, რა ძალებმაც განახორციელეს შეტევა ტრამპზე. ბუნებრივია, რომ იმ უბედურებას, რომელსაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი ჰქვია, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ის არის ისეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელსაც ჭიქა წყალს ვერ ჩააბარებს კაცი, როგორ შეიძლება ამხელა ქვეყანაზე ლაპარაკი. თუ მივუმატებთ იმასაც, რომ ხელით გააქვთ პრესკონფერენციებიდან აბსოლუტურად ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც ამერიკელმა ამომრჩეველმა აირჩია თავის დროზე, როგორც სენატში, ისე კონგრესში და მით უმეტეს, პრეზიდენტად. ისმება კითხვა- ვინ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ამერიკის შეერთებულ შტატებს ბოროტი ძალები მართავენ, ეს არის ცალსახა. ეს ქვეყანა ბოროტების იმპერიად გადაიქცა, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მათ ფეხი გაუდგამთ, უბედურების, სისხლის და ცეცხლის მეტი არაფერი მიუტანიათ.“-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
Previous: ეს იმ შეთქმულების ნაწილია, რომელშიც აშშ-ის ლიბერალური ფრთა მონაწილეობს, ეს შეთქმულება არამარტო ამერიკის ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება და ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.