ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი აფეთქების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საგანგებო განცხადებას ავრცელებს - აშშ-ის საელჩო თბილისში წერს, რომ შეიტყვეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ.
საელჩო ასახლებს ადგილებს, რომელიც მოქალაქეებმა არ უნდა მოინახულონ.
News.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ შეიტყო თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ:
1) სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის 2
2) სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი – შოთა რუსთაველის გამზ.
2/4 3) თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16
საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილების მონახულებისგან. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ახალ ამბებს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე შეგატყობინებთ"- წერს ამერიკის საელჩო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.