არქივი9 ივნისი, 2025, 11:52
ამერიკის საელჩო მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს.
ამასთან, საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ხელს ართმევს.
ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.