აბაშიძე: ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ …

ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების “მოსაზრებების” ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან და გიორგი ბურჯანაძემ დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება.
„ნებისმიერი საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან. ამ შემთხვევაში, “ცალ ფეხზე მდგომად” ცნობილმა გიორგი ბურჯანაძემ შესაბამისი დავალება მიიღო ზემდგომებისგან და დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება. ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების “მოსაზრებების” ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია