ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე განსაკუთრებით ესაჭიროება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
კერძოდ, დახმარების პაკეტი მოიცავს „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების საბრძოლო მასალებს და „ჰაიმარსის“ სისტემებსაც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.