ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკის მოქალაქე რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაიკარგა

შეერთებული შტატების მოქალაქე რასელ ბენტლი დაკარგულია რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში, განაცხადა12 აპრილს ადგილობრივმა პოლიციამ. განცხადების თანახმად, სამძებრო სამუშაოები დაკარგული ამერიკელის საპოვნელად, უკვე დაწყებულია.
ბენტლი 1960 წელსაა დაბადებული. ის უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების თვითგამოცხადებული მხარდამჭერია. რუსული სახელმწიფო მედია მას ომის კორესპონდენტს უწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 8 აპრილს გაუჩინარდა,- ნათქვამია რუსეთის მიერ კონტროლირებული, დონეცკის რეგიონის პოლიციის განცხადებაში.
დონეცკის პოლიციას არ გაუვრცელებიათ დეტალები მისი ბოლო ცნობილი ადგილსამყოფელის, ან გაუჩინარების სხვა გარემოებების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.