ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდში ოჯახთან ერთად სტუმრობისას, შუახნის მემარცხენე აქტივისტმა ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდში ოჯახთან ერთად სტუმრობისას, შუახნის მემარცხენე აქტივისტმა ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს, ჩარლი კირკის შოუს სპეციალური ეპიზოდის წამყვანობისას, რომელიც მოკლული კონსერვატორი აქტივისტის პატივსაცემად გაიმართა, გაიხსენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მის ოჯახს და თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „მემარცხენე აგენტები“ დაემუქრნენ. როგორც ვენსმა აღნიშნა, სამხრეთ კალიფორნიაში, სამ შვილთან ერთად დისნეილენდში სტუმრობისას, შუახნის ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა:
„მამაშენი უნდა უარყო, შე პატარა ნაძირალა!“ „საიდუმლო სამსახურს უთხარი, რომ კონსტიტუცია დაიცვას და არა შენი მამა!“ – ციტირებს ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი მემარცხენე აქტივისტის შეძახილებს. „ეს ქალები მოძალადეები არიან? ალბათ არა. ისინი შეშლილები არიან? რა თქმა უნდა“, – თქვა ჯეი დი ვენსმა. ვენსმა ივარაუდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა იმ საინფორმაციო საშუალებებისა და ჯგუფების გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს, რომლებიც ან „ძალადობის წახალისებას“ უწყობენ ხელს, ან კირკის მკვლელობას „ამართლებენ“. მან ასევე აღნიშნა, რომ “არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან და რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში