ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” - ზელენსკი

“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კიევი დახმარებას უმოკლეს დროში მიიღებს.

უკრაინის დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაამტკიცა, ხვალ კი მას სენატში დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.