ამერიკელ ჟურნალისტს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს თანამშრომელს, აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩს.
მან ეს ვადა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.
პროკურატურა 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება 15 დღის ვადაში გაასაჩივრონ. გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს.
სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე გამოაცხადა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა The Wall Street Journal-ის რუსული ბიუროს ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 2023 წლის მარტში დააკავა.
მოსკოვი ცდილობდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი გაეცვალა ვადიმ კრასიკოვში, რომელიც სასჯელს იხდის გერმანიაში საქართველოს მოქალაქე თემირლან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.
მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.
გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე