ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში იემენიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდეს

აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავმა ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაკეტა, რომელიც ამერიკულმა მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო, წითელ ზღვაში მოძრავი USS Laboon-ის მიმართულებით გაისროლეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ