ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტა ადენის ყურეში გაუშვეს და სავარაუდოდ, მის სამიზნეს ხომალდი MV Yorktown-ი წარმოადგენდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, კომერციული, ამერიკული და კოალიციის ხომალდები არ დაზიანებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.