ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელმა სამხედროებმა წყნარ ოკეანეში ნავს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაიღუპა ორი ადამიანი

ამერიკელმა სამხედროებმა წყნარ ოკეანეში ნავს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა - დაიღუპა ორი ადამიანი

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის ძალებმა კიდევ ერთ ნავს დაარტყეს, ამჯერად წყნარი ოკეანის წყლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა.
თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ნავზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, ამერიკელი სამხედროები არ დაშაბულან. ჰეგსეთის ინფორმაციით, ნავი ცნობილი იყო აშშ-ის დაზვერვისთვის და საერთაშორისო წყლებში ცნობილი ტრეფიკინგის მარშრუტით ნარკოტიკებს გადაჰქონდა.
ეს დარტყმა აშშ-ის მიერ 2 სექტემბრის შემდეგ განხორციელენული მერვე დარტყმაა ნარკოტიკების გადამზიდავი ნავების წინააღმდეგ, მაგრამ პირველია წყნარ ოკეანეში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გააგრძელოს დარტყმები საერთაშორისო წყლებში, მაგრამ შეიძლება მიმართოს აშშ-ის კონგრესს, თუ სამიზნეებზე ხმელეთზეც დარტყმასაც გადაწყვეტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.