ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებს დაარტყეს

ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებს დაარტყეს

აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს,- ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.
სარდლობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების ბრძანება შაბათს გასცა, 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.
„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: თუ ჩვენს მებრძოლებს დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვახდენთ თქვენს ლიკვიდაციას, რაც არ უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ მართლმსაჯულებას“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა ოპერაციის დროს, რომელშიც 20-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა, 35-ზე მეტ სამიზნეს 90-ზე მეტი ჭურვი ესროლეს. მისი ინფორმაციით,დარტყმებში მონაწილეობა მიიღეს თვითმფრინავებმა, მათ შორის F-15E-ი, A-10-ი, AC-130J-ი, MQ-9-ი და იორდანიის F-16-ი ტიპის თვითმფრინავებმა.
დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.