ამერიკელმა მოსამართლემ უკანონოდ ცნო ონლაინ ძიებაში Google-ის მონოპოლია

შეერთებულ შტატებში კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ ამიტ მეჰტამ დაადგინა, რომ Google-ი ბოროტად იყენებდა მონოპოლიურ პოზიციას ონლაინ ძიების სფეროში, იუწყება The New York Times-ი.
მოსამართლის თქმით, Google-ი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Apple-ი და Samsung-ი, რათა Google-ის საძიებო სისტემა წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია ყოფილიყო მათი პროდუქტებისთვის. ეს გადასახადები, რომლებიც 26 მილიარდ დოლარს აღწევს, კონკურენტებს ხელს უშლიდა Google-თან კონკურენციაში ონლაინ ძიების ბაზარზე.
სასამართლოს ეს დადგენილება არის 26 წლის განმავლობაში პირველი მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური გადაწყვეტილება ტექნოლოგიური გიგანტების მონაწილეობით. ბოლოს 1998 წლის გაზაფხულზე შეიტანა აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ და ოცმა შტატმა სამოქალაქო სარჩელი Microsoft-ის წინააღმდეგ. კომპანიას ბრალი ედებოდა მონოპოლიური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ვებბრაუზერის და ოპერაციული სისტემის გაყიდვაში.
2020 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა Google-ს თავისი მონოპოლიის უკანონო გაძლიერების მოტივით. სარჩელი ასევე აღძრულია Amazon-ის, Meta-სა და Apple-ის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ თვეში Google-ს კიდევ ერთი ანტიმონოპოლიური საქმე ელის სარეკლამო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ