ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

ამერიკელი სენატორი - თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება

თუ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ ეს ომი შობამდე დასრულდება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, მაშინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ომი შობამდე უფრო ადრე დასრულდება. თუ შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ შედეგებს დააკისრებს პუტინს და მათ, ვინც მის ნავთობსა და გაზს ყიდულობს“, - განაცხადა ლინსი გრემმა.
ცნობისთვის, ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.