ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელი სენატორები ეკა გიგაურის, საკომიტეტო მოსმენის "მოწმის დასჯის" გამო, შეშფოთებას გამოხატავენ

ამერიკელი სენატორები ეკა გიგაურის, საკომიტეტო მოსმენის "მოწმის დასჯის" გამო, შეშფოთებას გამოხატავენ

"კარდინი, რიში, შაჰინი, რიკეტსი საქართველოს მთავრობის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოწმის დასჯის თაობაზე" - ამ სათაურით, შეერთებული შტატების სენატორებმა, ორპარტიული წარმომადგენლობით, 25 სექტემბერს, კომიტეტის ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გამოთქმულია მორიგი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებათა გამო. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“ ანიჭებს "საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების" სტატუსს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ საქართველოს მომავალ არჩევნებზე სადამკვირვებო მისიების მომზადებაზე, მაგრამ არ არიან საარჩევნო კონკურსში მონაწილე მხარე. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმის მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას.
არაკეთილსინდისიერებაა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური დაისაჯა მისი ბოლო მოხსენების გამო, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 12 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“. განცხადება მის [ეკა გიგაურის] შესახებ ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“.
ეს არის განცხადება, რომელიც დღეს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (დემოკრატი მერილენდიდან) და ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და რანგის მქონე წევრმა, სენატორებთან - ჯინ შაჰინთან (დემოკრატი ნიუ ჰემფშირიდან) და პიტ რიკეტსთან (რესპუბლიკელი ნებრასკიდან) ერთად გამოაქვეყნეს. სენატორი შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და რანგის მქონე წევრია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.