ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ

ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ.
🔴 მიღების შემთხვევაში, კანონი „პუტინის დაბლოკვის აქტი“ აშშ-ის პრეზიდენტს დაავალდებულებს დააწესოს ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვები უნგრეთის მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაში, ასევე მათ მიმართ, ვინც უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვას ცდილობს.
🔴 ინფორმაციას Financial Times ავრცელებს და წერს, რომ სენატორები დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ტომ ტილისი, კანონპროექტის წარდგენას უკვე ამ კვირაში გეგმავენ.
💬 „შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები უნდა გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად და პუტინის ომისთვის სასარგებლო შემოსავლების წყაროების შესაწყვეტად.“ | ამბობს სენატორი ტომ ტილისი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.