ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელი მაღალჩინოსანი - აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და ეს გადაწყვეტილება ქალაქ რაფაჰში ისრაელის შეჭრის გეგმასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღო, - ამის შესახებ ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-სა და ორ სხვა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.
„დავიწყეთ ისრაელში კონკრეტული იარაღის შეთავაზებული გადაცემის გულდასმით განხილვა, რომელიც შეიძლება რაფაჰში გამოეყენებიათ. ამ განხილვის შედეგად, შევაჩერეთ იარაღის ერთი პარტია გასულ კვირას. ის შედგება 2 000 ფუნტიანი 1 800 ბომბისგან და 500 ფუნტიანი 1 700 ბომბისგან,“ - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გადაიდო მინიმუმ ორი კვირით, მოიცავდა Boeing-ის მიერ წარმოებულ პირდაპირი თავდასხმის საბრძოლო მასალებს, რომლებიც არამართვად ბომბებს ზუსტ მართვად, ასევე მცირე დიამეტრის ბომბებად გარდაქმნის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.