ამერიკელი კანონმდებლები SEC-ს მოუწოდებენ, ყურადღებით შეისწავლოს მასკის განცხადებები ტვინის ჩიპებზე

ოთხმა ამერიკელმა კანონმდებელმა -ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) მოსთხოვა გამოიკვლიოს, ჩაიდინა თუ არა ილონ მასკმა ფასიანი ქაღალდებით თაღლითობა ინვესტორების შეცდომაში შესაყვანად Neuralink მიერ შემუშავებული ტვინის იმპლანტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია მარეგულირებელ წერილში, წერს Reuters-ი
აღნიშნულია, რომ გამოძიების მოთხოვნა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა წამოაყენეს.
Neuralink-ის უსაფრთხოების პროტოკოლების მკაცრი მიმოხილვა ხდება იმ ფონზე, როდესაც კომპანია ემზადება ადამიანებში ტვინის იმპლანტის პირველადო ტესტირებისთვის. რაც კრიტიკული ეტაპია ს ამბიციებისთვის, დაეხმაროს პაციენტებს დამბლის და მრავალი ნევროლოგიური დაავადების დაძლევაში.
წერილში მოყვანილია ვეტერინარული ჩანაწერები, რომლებიც მიღებულია Neuralink-ის მაიმუნებზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ცხოველებმა იმპლანტებისგან განიცადეს „ჯანმრთელობის დამაქვეითებელი ეფექტი“, მათ შორის დამბლა, კრუნჩხვები და ტვინის შეშუპება, წერს სააგენტო.
წერილში ნათქვამია, რომ სულ მცირე 12 ახალგაზრდა და ჯანმრთელი მაიმუნი დაექვემდებარა ევთანაზიას „კომპანიის იმპლანტისგან გამოწვეული პრობლემების უშუალო შედეგების გამო.
როგორც წერილშია აღნიშნული მასკმა შეამცირა ინვესტორების შეშფოთება ცხოველებზე ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით მის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით. მან 10 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ „არც ერთი მაიმუნი არ მომკვდარა Neuralink-ის იმპლანტით“. მან დასძინა, რომ კომპანიამ აირჩია „ტერმინალური“ მაიმუნები, რათა მინიმუმამდე დაეყვანა რისკი ჯანმრთელებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, Neuralink-მა არ კომენტართან დაკავშირებულ თხოვნას.
კანონმდებლებმა მისწერეს SEC-ს, რომ მათ მიერ განხილულმა მტკიცებულებამ აჩვენა, რომ Neuralink-ის ექსპერიმენტებში ცხოველების დაღუპვა “პირდაპირ არის დაკავშირებული Neuralink ტვინის ჩიპების უსაფრთხოებასა და გაყიდვასთან”. შედეგად, მასკის განცხადებამ „შეიძლება დაარღვია“ SEC-ის წესები, წერენ დეპუტატები.