ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელები Jacobs–ს 15.7 მილიარდ ევროდ ყიდულობენ

ამერიკელები Jacobs–ს 15.7 მილიარდ ევროდ ყიდულობენ

ამერიკული კომპანია Keurig Dr Pepper-ი, რომელიც აწარმოებს გამაგრილებელ სასმელებს, ჩაის, ყავას და ყავის აპარატებს, შეთანხმდა ჰოლანდიური ყავის მწარმოებელი Jacobs Douwe Egberts Peet's-ის 15.7 მილიარდ ევროდ შეძენაზე. ამის შესახებ კომპანიების ერთობლივ პრესრელიზში იტყობინება.
Keurig Dr Pepper JDE Peet's-ის აქციაზე 31.85 ევროს გადაიხდის, რაც საბაზრო ფასის 33%-იან პრემიას წარმოადგენს.
გარიგების დასრულების შემდეგ, Keurig Dr Pepper ორ კომპანიად გაყოფას გეგმავს: ერთი ყავის ბიზნესზე იქნება ორიენტირებული (Keurig, Jacobs, L'OR, Peet's), ხოლო მეორე გამაგრილებელ სასმელებზე (Dr. Pepper, Canada Dry, 7UP, A&W).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.