ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკელები რუსეთ-უკრაინის ომს დატოვებენ, ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს - ვიქტორ ორბანი

ამერიკელები რუსეთ-უკრაინის ომს დატოვებენ, ევროპა ამ ომს მარტო ვერ დააფინანსებს - ვიქტორ ორბანი

ევროკავშირმა უნდა გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპა აშშ-ის გარეშე, მარტო ვერ შეძლებს ამ ომის დაფინანსებას.
„ამერიკელები ამ ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი არ წაახალისებენ ომს. ევროპა მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს. ზოგიერთს ჯერ კიდევ სურს გააგრძელოს უზარმაზარი თანხების გაგზავნა ამ წაგებულ ომში, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც დუმს და ვინც ფრთხილად ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ სიტუაციას, იზრდება“, - აღნიშნა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.