ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია''- ჯო ბაიდენი მოსახლეობას აფრთხილებს

,,ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია''- ჯო ბაიდენი მოსახლეობას აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში ოლიგარქიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს. განცხადება მან ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობასთან გამოსამშვიდობებელი მიმართვაში გააკეთა.
,,დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას’’- აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა თქვა, რომ სურს, გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინები არსებობდეს, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არსებობს.
„მსურს, გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს“, – განაცხადა ბაიდენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.