ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!

ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!
რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა, ასე მაგალითად, ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება, მწამებელი ახალაიების მშობელი მამა – როლანდი, ადამიანის უფლებებზე, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უსამშობლოები, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ნაცვლად, სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევთ გულის ჯიბეში, საქართველოს სიყვარულს გვასწავლიან, ამიტომ, აუცილებელია, ჯაშუშები გასამართლდნენ.
“რასაც ლიბერალი ფაშისტები დღეს კადრულობენ, ოპტიკური ილუზიაა. ასე მაგალითად…
ხალხის მწამებელი გვარამია დღეს თავისუფლებაზე გვესაუბრება; მწამებელი ახალაიების მშობელი მამა – როლანდი, ადამიანის უფლებებზე; ნაც-მედია-ზონდერი ნანული ჟორჟოლიანი მედიის თავისუფლებაზე გვწერს; უნიჭო დოი გვასწავლის ხელოვნების თავისუფლებას; მწამებელი რეჟიმის არქიტექტორი მიშა პალატიდან სახელმწიფოს როლს გვიხსნის; მისი მონა ბარამიძე, აფრასიძეების მკვლელი, ჰუმანურობაზე საუბრობს; თაღლითი ხაზარაძე ადამიანურ ფასეულობებზე მორალს გვიკითხავს; ღალატის ფორმულა, გიორგი გახარია „კაცობას“ აწვება.
ყველა ერთად, ამდენი უსამშობლო კი საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან ამ დროს, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს. ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!” – წერს ზაზა შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც