არქივი12 ივლისი, 2024, 22:22
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 45 წლის ქალი ცოფით გარდაიცვალა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში, ცოფით 45 წლის ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა, ხოლო ინფიცირებულ პირს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა და ინფიცირებული იმავე დღესვე გარდაიცვალა.
მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.