ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა სოფელ ჩორჯოში, ბოსტანაში, ლიხეთში, ძირაგეულსა და იწაში. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 210 775 ლარი შეადგინა. ასევე, სტადიონების მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ აბანოეთში და ჭრებალოში.
„აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.