ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამბროლაურის მერია - ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
„სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2023 წლის ივნისის თვეში დაიწყო და პროექტის სრული სახით დასრულება, მიმდინარე წლის, ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ინტერიერის ლესვის სამუშაოები, ელექტროობა და გათბობის სისტემები დამონტაჟებულია, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება კანალიზაციის გაყვანილობის მონტაჟი.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, მერის მოადგილეებთან- დავით გოგლიძესთან, თამარ ქევანაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.